21:00 - 28 May, 2026
|
2017-10-25 15:16:30, 1812 ნახვა
კომენტარი
ჰერმანი: რამდენიმე დარღვევის მიუხედავად, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენიმე დარღვევის მიუხედავად, პროცესი დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დამკვირვებლები მეორე ტურსაც დაესწრებიან. „არჩევნებმა ძირითადად მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. დამკვირვებლები ხმის მიცემის პროცესს სხვადასხვა ლოკაციაზე აკვირდებოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა გამოვლინდა დარღვევებიც. იყო საუბარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. რიგ უბნებზე ადგილი ჰქონდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევას, თუმცა საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობდა. დაკვირვების პროცესს არჩევნების მეორე ტურზეც უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)