20:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 12:49:01, 2270 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში ჟურნალისტებმა 2-დღიანი გაფიცვა გამოაცხადეს

საბერძნეთში, ჟურნალისტთა პროფკავშირებმა 2-დღიანი გაფიცვა გამოაცხადეს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გაფიცვა დღეს 06:00 საათზე დაიწყო და 26 ოქტომბრის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

გაფიცვაში მონაწილეობას, სხვადასხვა გამომცემლობების, ონლაინ-მედიის და ტელევიზიის თანამშრომლები იღებენ.

ჟურნალისტები ორგანიზაცია EDOEAP-ის დახურვას აპროტესტებენ, რომელიც მედიის წარმომადგენლებისთვის სადაზღვეო პროცედურებს ახორციელებდა, ასევე ჟურნალისტების უფლებებს იცავდა. გაფიცულები ასევე პრესის თავისუფლებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ჟურნალისტების უკვე მესამე გაფიცვაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics