20:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 14:44:03, 1774 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი: ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას

„ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების საერთო მხარდაჭერა ჯამში გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისი მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება ზეგავლენა მოხდინოს საარჩევნო პროცესზე:

”მე მინდა მივმართო ამომრჩეველს, განსაკუთრებით კი ამომრჩეველს, რომელიც ამ დრომდე არ მისულა საარჩევნო უბანთან და არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია. მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ, მოგიწოდებთ ყველას, რომ მიხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, გამოხატოთ თქვენი ნება. ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების საერთო მხარდაჭერა ჯამში გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას. ასე რომ, მოსალოდნელია, რომ ამ დროიდან ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება, რამენაირად ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე და უპირველე ყოვლისა ეს რა თქმა უნდა არჩევნების გაყალბებას უკავშირდება. ამის მთავარი წამალი კი სწორედ ამომრჩევლების აქტიურობაა. რაც მეტი ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანთან, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ არჩევნები გაყალბდეს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფრონტზე ვართ წარმოდგენილი და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ საარჩევნო უბნებზე არსებულ ვითარებას, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობთ თქვენ - ამომრჩეველი, სწორედ თქვენს აქტიურობაზე დამოკიდებული რა შედეგით დასრულდება დღევანდელი საარჩევნო პროცესი. ერთად გადავწყვიტოთ, ვის გადავაბარებთ თბილისის მმართველობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics