|
2017-10-21 12:30:07, 1796 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი: მჯერა, რომ ამ საღამოს ქალაქის გადარჩენის შესახებ შევიტყობთ
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც ელისაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გააკეთა. „მე არჩევანი გავაკეთე ცვლილებების სასარგებლოდ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ ქალაქის გადარჩენას. რეალურად, ქალაქი არის მძიმე დღეში, კორუფციის ჭაობში და აუცილებელია ცვლილება, ამ ქალაქს ეს სუფთა ჰაერივით სჭირდება ცვლილება. მე მჯერა, რომ ამ საღამოს შევიტყობთ სწორედ ქალაქის გადარჩენის შესახებ ამბავს და შედეგები იქნება ცვლილებების სასარგებლოდ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვიბრძვი გამარჯვებისთვის. მჯერა, ჩვენი ამომრჩევლის და თბილისელების სიბრძნის. რაც შეეხება დარღვევებს, ზუსტად ერთ საათში ამის თაობაზე ჩემს საარჩევნო შტაბში საგანგებო განცხადებას გავაკეთებ, ვინაიდან, ყველა უბანზე ერთიდაიგივე ხდება, ის, რაც არის მიუღებელია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)