|
2017-10-21 10:20:34, 2075 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი ამომრჩეველს: თქვენი აქტიურობა იქნება გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა წარმატებულ თბილისს მისცა. ამასთან, მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა: „მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, ჩვენი შვილების მომავალს, ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს. მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ვინაიდან ახლა სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ამ ქალაქის ბედს, თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას არჩევნებზე თავიდან ავიცილებთ. კარგი საარჩევნო ამინდია ნამდვილად დღეს, მობრძანდით ყველა არჩევნებზე“,-აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)