|
2017-10-19 22:38:01, 1978 ნახვა
კომენტარი
უგულავა: პრეზიდენტს ხელის მოწერით, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ უნდა აეღო - შემთხვევით მოხვედრილია ამ თანამდებობაზე
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერით, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ უნდა აეღო, - ამის შესახებ გიგი უგულავამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. პოლიტიკოსის შეფასებით, პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. "გიორგი მარგველაშვილი შემთხვევით მოხვედრილია ამ თანამდებობაზე. ყოველი მისი ნაბიჯი სამწუხაროდ ამას კიდევ ერთხელ და დამატებით ამოწმებს. ის აბსოლუტურად არათანმიმდევრულია თავის ქმედებებში. მის მიერ ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, წმინდა ფორმალური ხასიათისაა. თუ დოკუმენტი არ ვარგა, ის ერთპარტიულია, თუ დოკუმენტში მრავალი ნაღმი დევს, მაშინ მასზე ხელმოწერით მას არ უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ბატონი კობახიძე, რომელიც ერთი წელია პოლიტიკაში მოვიდა და უკვე დიდი, სქელი ვარდისფერი სათვალეები უკეთია და ასე უყურებს ცხოვრებას, მოაწერდა ხელს. პრეზიდენტი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, უგერგილოა, უხერხემლოა, უმარილოა - შემიძლია ეს ეფიტეტები გავაგრძელო. რატომ თამაშობს ეს ხალხი ამ გაუგებარ პიმპონგს?! მაშინ დაეწერა ვეტოში ის მუხლები რასაც უმრავლესობა სთავაზობდა", - განაცხადა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)