|
2017-10-19 13:27:22, 1848 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: თუ ადამიანები დავირაზმებით, მანდარინის მოსავალს სრულად გადავარჩენთ
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მანდარინის და თხილის მოსავალი მთლიანად განადგურდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ წელს მანდარინის კარგ მოსავალს მიიღებენ: „მანდარინის მოსავალი ბოლომდე დაბინავებული არ გვაქვს. ეს თემა, რომელიც სუფთა სასოფლო-სამეურნეო თემაა, ძალიან მტკივნეულია ფერმერებისთვის და ჩვენთვის, ამ დარგის წარმომადგენლებისთვის. სირთულე არც ფერმერების და არც ჩვენი ბრალია. ეს გამოწვეულია იმ ფაქტორით, რა ფაქტორითაც გაჩნდა მავნებელი საქართველოში. ამ დროს საუბარი იმაზე, რომ მანდარინის მოსავალი სრულად განადგურდა და ა.შ. როგორც თხილი „განადგურდა“, ასე არ გავქვს მანდარინის მოსავალი, ეს არის ცრუ ინფორმაციები. ვერც ვიგებ საიდან ვრცელდება. მანდარინის ძირითადი მოსავალი გვაქვს აჭარაში, სადაც ღონისძიებები ეფექტიანად ტარდება. საქართველოს დანარჩენ ნაწილში არის მცირე დაზიანებები, თუმცა ყველაფერი არ უკავშირდება ფაროსანას და დაზიანებების 100%-იანი აცილება შეიძლება, თუ მოსახლეობა გამოიყენებს იმ საწამლ საშუალებებს, რომელიც ჩვენ გადავეცით მათ უკვე სექტემბერში. თუ ადამიანები დავირაზმებით, მანდარინის მოსავალს სრულად გადავარჩენთ. მოლოდინია, რომ მანდარინის სეზონი ძალიან კარგი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)