20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 17:05:40, 2183 ნახვა

მსოფლიო
სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ISIS-ი დაამარცხეს და ქალაქი რაქა გაათავისუფლეს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხეს და ქალაქი რაქა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ISIS-ის დედაქალაქად აღიარებული ქალაქის ასაღებად, სირიის ძალები, 4 თვის განმავლობაში იბრძოდნენ.

მედიის ცნობით, რაქას ტერორისტებისგან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება, მას შემდეგ რაც ტერიტორიას შესაძლო ბომბებისგან "გაწმენდენ".

მიმდინარე წლის განმავლობაში ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერაყსა და სირიაში ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დაკარგა.

ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფო" რაქაში 2014 წელს შეიჭრა, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი კონტროლი დაამყარა სირიასა და ერაყში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics