|
2017-10-17 12:40:07, 1753 ნახვა
კომენტარი
დოლიძე რუსეთის წვრთნებზე: მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, ამას ვუწოდებ შეშფოთებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა. როგორ მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კავშირშია. „არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ეხება დაფინანსების შეწყვეტას იმგვარი საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ქვეყნებისთვის, რომლებსაც ჭკუაში მოუვათ და ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ჩვენი მხრიდან. ამას ვუწოდებ შეშფოთებებიდან უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას. ბუნებრივია, ვაპირებთ იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც ამერიკელ ასევე ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა დოლიძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებს ეხებოდა. ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაცია მიმდინარე წლის განმავლობაში სამხედრო წვრთნებს უკვე მეორედ მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)