20:46 - 28 May, 2026
|
2017-10-16 15:03:53, 2215 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა
ავსტრიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. ეგზიტპოლების მიხედვით, კონსერვატორებმა ხმების 31,6 % მოიპოვეს, მეორე ადგილზე ევროსკეპტიკური "ავსტრიის თავისუფლების პარტია" გავიდა, რომელმაც ხმების 26,8% მიიღო. მესამე ადგილი ხმათა 26,3%-ით სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პარტიის ლიდერი ქვეყნის მოქმედი კანცლერი კრისტიან კერნია. კონსერვატორების პარტიას ქვეყნის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ხელმძღვანელობს, რომელიც პარტიის გამარჯვების პირობებში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. ის 31 წლისაა. ევროპის ლიდერებმა კურცს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს. არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ 68% შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)