|
2017-10-15 15:46:54, 1821 ნახვა
კომენტარი
„ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც საქართველოს ინვესტიციების მოსაზიდად ახალი შესაძლებლობები გაეხსნება“
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც საქართველოს გაეხსნება შესაძლებლობები ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების - FitchRatings, Moody's და Standard & Poor's წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ. „ინსტიტუციონალური ინვესტორების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საკრედიტო სუვერენული რეიტინგების ამაღლება. სწორედ ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსიები საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც, საქართველოს გაეხსნება შესაძლებლობები ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)