20:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 13:27:56, 2532 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში რუსული ენის შესწავლა აიკრძალა

 

უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში, რუსული ენის შესწავლა ყველა სკოლაში აიკრძალა, - ამის შესახებ Pravda იუწყება.

როგორც ხმელნიცკის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა რომან მიკოლაივმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დეპარტამენტში მშობლებისგან ამის მოთხოვნა შევიდა.

"ვადასტურებ, რომ სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენის შესწავლა აიკრძალა. ეს არამხოლოდ მთავრობის პოზიციაა, არამედ მშობლების სურვილიც, რომლებმაც მოგვმართეს", - აღნიშნა რომან მიკოლაივ.

მანვე დასძინა, რომ რუსული ენის პედაგოგები სკოლებში მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა მოსწავლეებს მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილებს წაუკითხავენ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განათლების შესახებ კანონს ხელი სექტემბრის ბოლოს მოაწერა. კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე სწავლა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics