|
2017-10-14 12:42:38, 1936 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ტრამპის სიტყვები ირანის შესახებ მხოლოდ შეურაცხყოფა და დიდი სისულელე იყო
ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპმს აკრიტიკებს, - ამის შესახებ presstv იუწყება. რუჰანის შეფასებით, ტრამპის განცხადება ბირთვული შეტანხმების გაუქმებასთან დაკავშირებით, "სისულელეა". "ტრამპის სიტყვები ირანის შესახებ მხოლოდ შეურაცხყოფა და დიდი სისულელე იყო", - განაცხადა როუჰანიმ. ამასთან, რუჰანიმ ტრამპს ისტორიისა და გეოგრაფიის უფრო ღრმა შესწავლა ურჩია, "რათა კარგად ესმოდეს საერთაშორისო ვალდებულებები, გლობალური ეთიკა და კონვენციები". "მან უკეთესად უნდა შეისწავლოს ისტორია და გაიგოს, ამდენი ხნის განმავლობაში, რას უკეთებდნენ ამერიკელები ირანელებს და როგორ ექცეოდნენ მათ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ",- განაცხადა ირანელმა ლიდერმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან სავარაუდოდ გავა. ცნობისთვის, ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით. აღნიშნული შეთანხმება ირანისთვის, ამერიკის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას გულისხმობს, თუმცა დონალდ ტრამპი, გარიგებიდან გასვლას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)