20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 12:24:55, 2235 ნახვა

მსოფლიო
აშშ ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს - პენტაგონი თეირანისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან სავარაუდოდ გავა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ირანთან ბირთვული შეთანხმების დოკუმენტს გადახედავს. მისივე თქმით, ირანი გარიგების მოთხოვნებს არ ასრულებს, რის შესახებაც ის კონგრესს აცნობებს. გარდა ამისა, ტრამპმა განმარტა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა თეირანის წინააღდეგ ახალი სანქციები დაწესდეს და"ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დასტაბილურდეს".

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს გარიგება “აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ვერ პასუხობს“.

"აშშ არ დაუშვებს, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს. ირანის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს, ავრცელებს ძალადობას, სისხლისღვრას და ქაოსს მთელ ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ", - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის მიერ, კონგრესში ანტიირანული სანქციების შესახებ შეტანილი პროექტის გასაანალიზებლად სენატს 60 დღე აქვს. თუ მას მიიღებენ, ამერიკა შეთანხმებიდან გავა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადების შემდეგ ირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვის თაობაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი ოფიციალური თეირანის მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს.

“ახლა ვაკვირდებით პროვოკაციების ზრდას ირანისგან, თუმცა ჯერ ამას ვერ ვხედავთ. ჯერ-ჯერობით არ ვცვლით ჩვენს სამხედრო კონცეფციას“, - განაცხადა მეტისმა.

ცნობისთვის, ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით. აღნიშნული შეთანხმება ირანისთვის, ამერიკის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას, თუმცა დონალდ ტრამპი, გარიგებიდან გასვლას გეგმავს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics