|
2015-05-01 11:18:04, 404 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?!
„როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავრასარდალმა მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?!“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე მინისტრების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის მთავრობა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. „არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მინიტრების მყისიერი გადადგომა , როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთი მინისტრი ამბობდა არ მიდის პოსტიდან და მეორე დილას წავიდა პოსტიდან. ვიცოდით გუშინ, რომ ორი მინისტრი იცვლება და დღეს გავიგეთ, რომ სამი იცვლება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მე მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევის წინაშე ვდგევართ, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებთ?!“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)