|
2017-10-10 19:21:11, 2379 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად სტელა კირიაკიდესი აირჩიეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად სტელა კირიაკიდესი აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კარიაკიდესს 132 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მისი მოწინააღმდეგე ლიტველი ემანუელ ზინგერსი იყო. კვიპროსელი პოლიტიკოსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 2018 წლის იანვრამდე უხელმძღვანელებს. "დღეს თქვენ ნდობა გამომიცხადეთ და მომეცით შესაძლებლობა დემოკრატიაში, ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობაში ჩემი წვლილი შემეტანა. მომდევნო თვეებში ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ერთობა, კონსენსუსი და სიმშვიდე მსოფლიოში. ვაპირებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას", - განაცხადა კარიაკიდისმა არჩევის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კარიაკისი რიგით მესამე ქალია, ვინც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავჯდომარის პოსტს დაიკავებს. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები ევროსაბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან 6 ოქტომბერს გადადგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)