20:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 11:10:04, 2509 ნახვა

მსოფლიო
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი თემირ ჯუმაკადიროვი დაიღუპა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დედაქალაქ ბიშკეკთან მოხდა.

მედიის ცნობით, ავტომობილი, რომლითაც ვიცე-პრემიერი გადაადგილდებოდა სატვირთო მანქანას დაეჯახა. ვიცე-პრემიერის გარდა ავტომობილში მჯდომი კიდევ ორი ადმიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი თემირ ჯუმაკადიროვი ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკურ შტაბს ხელმძღვანელობდა. ის ერთ-ერთ ოლქში საარჩევნო უბნების შესამოწმებლად მიემგზავრებოდა.

ჯუმაკადიროვმა ვიცე-პრემიერის პოსტი მიმდინარე წელს დაიკავა. ის მინისტრთა კაბინეტში უსაფრთხოების საკითხებს კურირებდა. 

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics