20:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 18:48:13, 2417 ნახვა

მსოფლიო
საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტს 9 ოქტომბერს სესიის გამართვა აუკრძალა

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 9 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტს სესიის გამართვა აუკრძალა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლოში სარჩელი კატალონიის "სოციალისტური პარტიის" წევრებმა შეიტანეს.

მედიის ცნობით, სოციალისტური პარტია ეწინააღმდეგება ესპანეთიდან გამოყოფას. სასამართლოში აღნიშნეს, რომ მსგავსი სესია დეპუტატების უფლებებს დაარღვევდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია კონსტიტუციას დაარღვევს, ხოლო სესიის ჩატარების ნებისმიერი მცდელობა უკანონოდ ჩაითვლება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics