|
2015-04-30 16:24:52, 398 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებს, ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიგი გიგიაძე, ხოლო ესპანური მხრიდან ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გენერალური დირექტორი ენრიკე მორა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, თავდაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და მის შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციას. გამოითქვა იმედი, რომ ესპანური მხარე ახლო მომავალში მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას. მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი. შეხვედრაზე ესპანურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის დელეგაციამ შეხვედრა გამართა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან არჩილ ყარაულაშვილთან.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)