20:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:24:02, 2290 ნახვა

მსოფლიო
კატალონია დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

კატალონიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, რეგიონის დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც პუჩდემონმა აღნიშნა,  მთავრობასა და ესპანეთის ხელისუფლებას შორის კონტაქტი შეწყდა.

"ჩვენ გამოვაცხადებთ დამოუკიდებლობას ამ კვირის ბოლოს, ან იმ კვირის დასაწყისში“, - განმარტა მან.

კითხვაზე, რას მოიმოქმედებს, თუ ესპანეთის ხელისუფლება ჩაერევა, კატალონიის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იქნება “შეცდომა, რომელიც ყველაფერს შეცვლის“.

მან ასევე ევროკავშირის პოზიცია გააკრიტიკა და გაერთიანების მოსაზრებას, რომ რეფერენდუმი არაკანონიერია, არ დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics