|
2015-04-30 10:16:03, 566 ნახვა
სამართალი
შსს-მ ახალი ნარკოტიკული საშუალება „ენ-8“-ის რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული, ამერიკის მოქალაქე გიორგი მ, ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული გიორგი ხ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ-მ გიორგი მ-სგან ახალი ნარკოტიკული საშუალება „ენ-8“ შეიძინა. სამართალდამცველებმა გიორგი მ-ს დედის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ენ-8“-ის 15 ფირფიტა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,12 გრ ბუპრენორფინს შეიცავს, ხოლო გიორგი ხ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია გიორგი მ-სგან შეძენილი 1 ფირფიტა, რომელიც 0,008 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ამერიკიდან დედასთან სტუმრად ჩამოსული გიორგი მ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. ნარკოლოგიური შემოწმებით გიორგი მ-ს ბუპრენორფინის, ხოლო გიორგი ხ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება გიორგი მ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოხმარებისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით), ხოლო გიორგი ხ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და მოხმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)