19:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 12:20:35, 2169 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე: წაღვერის ტყეში ღია ცეცხლი არსად აღარ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას განცხადებით, წაღვერის ტყეში ღია ცეცხლი არსად აღარ არის.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ საქმე ხე-ტყის უკანონო ჭრას უკავშირდება, თუმცა მანვე დასძინა, რომ ყველა კითხვას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა.

“დღეს დილას განვახორციელეთ შემოფრენა. პირადად ვიყავი. ღია ცეცხლი არსად აღარ არის. არის მხოლოდ დაკვამლიანება. დღეს დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ ლოკალიზაციას. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს, მაგრამ დეტალებს ვერ გეტყვით. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადგილას აღმოჩნდა მოჭრილი მორები. აქ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით, სანამ გამოძიება არ გასცემს ამას პასუხს. რაც შეეხება კრიზისების მართვის სააგენტოს, მათთან კოორდინაციაში ვართ", - განაცხადა მალანიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics