04:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 14:33:35, 483 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი - გვირილობის დღე ქუთაისში

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია 1912 წლის აპრილში, გვირილობის დღეს ქუთაისში გადაღებული ფოტო.

გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის დღე იყო. პირველი გვირილობა 1908 წელს შვედეთში აღინიშნა. რუსეთის იმპერიაში ეს ჩვეულება 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი ავადმყოფების სასარგებლოდ იხარჯებოდა. იმის გამო, რომ რუსეთის იმპერიაში გვირილობის ორგანიზებას საიმპერატორო კარი მფარველობდა, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეს დღე აღარ აღინიშნებოდა. თუმცა, მისი ჩანაცვლება, გარკვეულწილად, მოხდა 1922 წლიდან, როდესაც ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამდღიან კამპანიას აწარმოებდა.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics