19:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 15:08:02, 2264 ნახვა

კომენტარი
ბესელია „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში, ისეთი შემთხვევებიც აღმოჩნდა, როდესაც  ფაქტები რეალობას იყოს აცდენილი.

„რეალობას აცდა ის ფაქტები, რაც გამოქვეყნდა. მაგალითად, გედევან ფოფხაძეზეც არის იგივე ინფორმაცია, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად არარეალური ინფორმაციაა. ასეთი არ არის მხოლოდ გედევანზე, ასეთი  ფაქტები არის სხვებზეც და არ შეესაბამება რეალობას. საუბარია იმაზე, მაქსიმალურად გადამოწმდეს  ინფორმაციები, ვიდრე  საჯაროდ გაცხადდება, გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც არ იქნება ცილისმწამებლური“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს ორგანიზაციამ  ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც  მონაცემებზე  ასახულია ინფორმაცია პარლამენტის წევრების სამეწარმეო საქმიანობისა და არადეკლარირებული ქონების  შესახებ.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ  წარმოდგენილი ყველა მონაცემი  ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და ასევე პარლამენტის წევრთა მიერ შევსებულ დეკლარაციებს, რომელიც  საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics