|
2017-09-19 12:02:58, 695 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 459,000 ლარს გამოუყოფს. ფინანსურ დახმარებას ჯამში რვა ოჯახი მიიღებს. აღნიშნული თანხა დაზარალებულებს სახლების აღდგენა/მშენებლობისათვის ეძლევათ. საკითხი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის დღევანდელ სხდომაზე განიხილება. „აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ დაზარალებულთა კომპენსირების საკითხი ოჯახების სრული ჩართულობით განსაზღვრა. მოგეხსენებათ, რომ აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი სრულად დაინგრა, ოჯახის წევრები ამჟამად ქირით არიან გაყვანილი. მათ შევთავაზეთ საკუთრებაში ბინების გადაცემა, თუმაცა იმავე ადგილზე სახლების მშენებლობა არჩიეს. მთავრობამ მათი სრურვილი გაითვალისწინა და მშენებლობისთვის საჭირო თანხა კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოეყოფათ, ხარჯთაღრიცხვა ექსპერტთა ჩართულობით მომზადდა“ - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელიც ამავდროლულად სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს. მინისტრის განმარტებით ფინანსურ დახმარებას ის ექვსი ოჯახიც მიიღებს, რომელთა სახლები ათდგენას ექვემდებარება. მათაც თანხა სარეზერვო ფონდიდან ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოეყოფათ. რვა ოჯახისათვის ჯამში 459,000 ლარის გამოყოფა იგეგმება. (NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)