19:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 18:53:44, 2364 ნახვა

მსოფლიო
დავით საყვარელიძეს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანის საქმეში ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ჩააბარეს

უკრაინის პოლიციამ, გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს "შეგინის" გამშვებ პუქნტზე, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანის საქმეში ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ჩააბარა, - ამის შესახებ 112.UA იუწყება.

ამასთან, მედია დავით საყვარელიძის Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ოქმის გადაცემის პროცესია ასახული.

ოქმში აღნიშნულია, რომ დავით საყვარელიძე საზღვარზე პირთა ჯგუფის, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების, უკანონო გადაყვანის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამასთან, საყვარელიძე პოლიციის განყოფილებაში ჩვენებების მისაცემად დაიბარეს.

ვიდეოში ჩანს, როგორ მივიდნენ სამართალდამცველები და მესაზღვრეები ერთ-ერთ რესტორანში, სადაც საყვარელიძე იმყოფებოდა.

საყვარელიძემ ჩაბარებულ ოქმს ხელი მოაწერა.

"ამ დოკუმენტით ვერ გაგვაჩერებთ. მაინც გავიმარჯვებთ. ეს უბრალოდ სასაცილოა", - განაცხადა საყვარელიძემ. მისივე შეფასებით, უკრაინის ხელისუფლება მათ დევნის. 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე >> https://www.facebook.com/davit.sakvarelidze/videos/10154865884130233/





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics