|
2015-04-28 16:21:08, 379 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტი ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არ უნდა იყოს დაკომპლექტებული
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პლურალისტური პოლიტიკური ველი შეიქმნება. ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინტერპარტიული ჯგუფის, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება იქმნება, იცვლება და ფორმირდება ამომრჩევლის ნების საფუძველზე, რაც მისივე შეფასებით, წინ გადადგმული ნაბიჯია. „ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, როდესაც ჩვენ უკვე მართლა ევროპულ სათამაშო ველს შევქმნით, როდესაც პარლამენტი იქნება დაკომპლექტებული ძლიერი , სტაბილური და არა ერთი და ორი პოლიტიკური ძალის მიერ. შესაბამისად, ჩვენი შეხვედრების ლაიტმოტივი, ბუნებრივია, არის ის ინტერესი, რაც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩემთვის ეს არის ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელოვანი რანგის თემა, ჩვენი დემოკრატიულობის სტაბილურობის თემა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)