|
2015-04-28 16:02:49, 453 ნახვა
პოლიტიკა
კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მოუწევს
კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მოუწევს. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ შემთხვევაში პრემიერი პარლამენტის წინაშე მთავრობის ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. მისივე თქმით, პროცედურულად, ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. „გადადგომა, რომელიც დღეს გაცხადდა, არის მეექვსე მთვრობის წევრის ცვლილება, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ცვლილება უნდა განხორციელდეს, რომ მთავრობა ხელახლა წარსდგეს პარლამენტის წინაშე ნდობის გამოსაცხადებლად. კიდევ ერთი ცვლილების შემთხვევაში, პრემიერი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ახდენს ნდობის გამოცხადებას“, – აღნიშნა კახიანმა. ცნობისთვის, დღეს ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)