|
2015-04-28 15:28:28, 534 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: „სკოლამდელი განათლების“ შესახებ კანონი შემუშავებულია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, წინა სასკოლო მზაობაზე, ანუ „სკოლამდელი განათლების“ შესახებ კანონი უკვე შემუშავებულია. ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებს სამინისტროში განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში შევა და მომავალი წლიდან წინა სასკოლო მზაობა საყოველთაოდ აუციელებლი გახდება. „რა ელით ბავშვებს, რომელთაც ახალი კანონმდებლობით არ ეკუთვნით სკოლაში მისვლა? ამისთვის სერიოზული მუშაობა ჩატარებულია, პროგრამები აპრობირებულია, რომელიც პილოტირებას გადიოდა მთელი წლის განმავლობაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბაღების ასოციაციასთან და მერიასთან ერთად, მთელი ეს პროცესი მასალას და პროგრამას ამუშავებდა, აწესრიგებს ინფრასტრუქტურას, იმისათვის, რომ ასეთ ბავშვებს მივაწოდოთ კარგი, ხარისხიანი სერვისი. რაც შეეხება სამომავლოდ ამ სერვისის განხორციელებას, კანონი წინა სასკოლო მზაობაზე, ანუ სკოლამდელი განათლების შესახებ უკვე შემუშავებულია, რომელიც პარლამენტში შევა და მომავალი წლიდან ის საყოველთაოდ გახდება აუცილებელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ პროგრამების ამოქმედება“, – აღნიშნა სანიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)