|
2015-04-28 14:55:16, 403 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა შესაძლოა მთავრი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს
პარლამენტმა შესაძლოა მთავრი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში, სისხლის სამართლის რეფორმის უწებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა განმარტა, თავად პარლამენტის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროკურორის არჩევის პროცესში არ ჩაერთონ და მხოლოდ მის დამტკიცებაში მიიღონ მონაწილეობა. „თუკი ვფიქრობდით, რომ შეიძლება პარლამეტი ყოფილიყო თავიდანვე კანდიდატის შერჩევაში, თავად პარლამენტის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ ეს თავიდანვე არ სჭიდებათ, შემდეგ ჩაერთვებიან და აჯობებს მთლიანად თავისუფალი იყოს პარლამენტისგან ეს პროცესი. არის საუბარი თუ როგორი ხმების უმარვლესობით უნდა აირჩეს პარლამენტში მთავარი პროკურორი და ა.შ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე განმარტებით,შესაძლოა კონცეფციაში ცვლილებები შევიდეს. მაგალითად, წულუკიანის განცხადებით, თავად საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა შესაძლოა გადაიხედოს. „თავად საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა ალბათ გადავხედავთ , ალბათ ვნახავთ რა ხარისხის უმრავლესობა უნდა ჰქონდეს წარდგენილ კანდიდატს პარლამენტში, რომ არჩეულად ჩაითვალოს და არაერთი ცვლილებაშევა ამ კონცეფციაში“, -განაცხადა თეა წულუკიანმა და აქვე დასძინა, რომ ხუთშაბათს ამ მიმდინარე კვირაში მთავრობას ჩააბარებს ანგარიშს კანონპროექტის სახით და აჩვენებს თუ რა შედეგები დადო იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებაშათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს მუშაობის პირობებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)