18:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 08:51:10, 2361 ნახვა

მსოფლიო
რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა, ნიკი ჰეილიმ შეცვალოს

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა ელჩა ნიკი ჰეილიმ შესაძლოა ქვეყნის სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი შეცვალოს, - ამის შესახებ Foreign Policy სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მსგავსი მოსაზრების მიზეზი ის გახდა, რომ  რექს ტილერსონი საზოგადოების წინაშე სულ უფრი იშვიათად ჩნდება.

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა,  რექს ტილერსონი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე არ აკეთებს კომენტარს, როგორიცაა მაგალითად ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველი დიპლომატი შტატ ტეხასშია ჩასული და ქარიშხალ "ჰარვის" პრობლემატიკაზეა გადართული. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ რექს ტილერსონი აქტიურად მუშაობს და კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის დაძაბვის შემდეგ მან სატელეფონო საუბრები იაპონელ, სამხრეთ კორეელ და რუს კოლეგებთან გამართა.

მედიის ცნობით, რექს ტილერსონის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ივლისის ბოლოს გავრცელდა. შესაძო გადადგომის მიზეზად ადგილობრივმა მედიამ რექს ტილერსონსა და დონალდ ტრამპს შორის არსებული უთანხმოება დაასხელა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics