03:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 12:37:32, 565 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი Wings for Life World Run-ს ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდით შეუერთდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ  სპორტულ  საქველმოქმედო ღონისძიებაზე მონაწილეთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მარათონში „ფრთები სიცოცხლისთვის მსოფლიო რბენა“ წელს 501 რეესტრელი ჩაერთო, რაც მსოფლიოს 35 ქვეყნის 2612  გუნდს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 „ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულებაა და ამ ღირებულებას სააგენტო გუნდური პრინციპით იცავს.  რეესტრელებისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ  ეს გუნდურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა სამაგალითო, რაც წელს სიის სათავეში ყოფნითაც დადასტურდა. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება“, -  აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

 სააგენტო მარათონში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  შარშანდელ ღონისძიებაზე  ყველაზე ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდად დასახელდა.

 მარათონი წელს მესამე ტარდება. იგი მსოფლიოს 35 ქვეყანაში ერთდროულად, საქართველოს დროით 2 საათზე დაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ფონდი wings for life-ია, რომლის საქმიანობაც ერთადერთ მიზანს - ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის დაფინანსებას ისახავს. ფონდის ძირითადი შემოსავალი სწორედ ეს მარათონია.

 გასულ წელს საქართველოდან დარეგისტრირებული მონაწილეების ლიმიტი 3000-ს შეადგენდა, წელს კი ქართველი მონაწილეების აქტიურობა იმდენად მაღალი იყო, რომ რეგისტრაციის დასრულებიდან 12 დღით ადრე, ეს ლიმიტი სრულად ამოიწურა, რის გამოც ორგანიზატორებმა რიცხვი 4000-მდე გაზარდეს, თუმცა დამატებული 1000 ადგილიც 3 საათში შეივსო. საქართველოში მარათონზე დარეგისტრირება 20 ლარი ღირს. ეს თანხა მთლიანად ფონდ Wings for Life Spinal Cord Research Foundation-ის ანგარიშზე ირიცხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics