18:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 16:52:52, 2432 ნახვა

კომენტარი
პენსი ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე: ისინი გმირები არიან და მუდამ იქნებიან ამერიკელი ხალხის გულებში

საქართველოს მომავალი დასავლეთ სამყაროშია, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცეპ-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს აშშ-სა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეა და ამერიკა ქვეყნის პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევს.

„საქართველოს მომავალი დასავლეთ სამყაროშია. საქართველო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი იყო. ათასობით ქართველი სამხედრო მოსამსახურე ღირსეულად მსახურობდა ამერიკელებთან ერთად კოსოვოში, ერაყში ავღანეთში. ავღანეთში საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა პენსმა.

მან ასევე საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიც გაიხსენა:

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ 31 დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამერიკელ ხალხს ახსოვს ეს მსხვერპლი. ისინი გმირები ბრძანდებიან და გარწმუნებთ, რომ ისინი ყოველთვის დარჩებიან ამერიკელი ხალხის გულებში, მუდამ“, - განაცხადა მაიკ პენსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics