17:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 13:02:35, 2525 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დადასტურდა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერით აქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით ძალიან  ნათლად დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„ასევე ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მთავრობას აშშ-ის მხარდაჭერით გვაქვს  ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე, ვაძლიერებთ  ჩვენს თავდაცვისუნარიანობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც არის ძირითადი განმაპირობებელი ჩვენი მშვიდობის,  სტაბილურობისა და ჩვენი შემდგომი სუვერენიტეტის განმტკიცების“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics