17:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 11:14:04, 2663 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: აშშ-ის მხრიდან საქართველო აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დღეს დაგეგმილ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მისი  ვიზიტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველო აღიქმება, როგორც მტკიცე  მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი.

„მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პრემიერისა და აშშ-ს  ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში, რომლის დროსაც გიორგი კვირიკაშვილმა მოიწვია მაიკ პენსი საქართველოში. მოხარული ვართ, რომ ვიცე-პრეზიდენტი პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში ესტუმრება საქართველოს. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში საქართველოსთან ერთად  იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება აშშ-ს მხრიდან, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რაც გაჟღერდა ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის  და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად“,-განაცხადა მიხეილ  ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics