17:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 11:53:41, 2657 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იან კელი: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანამდე, პრობლემები უნდა აღმოიფხვრას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, საქართველოს სუვერენული უფლებაა, ჰქონდეს ურთიერთობა ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან.

თუმცა კელის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანამდე, უნდა აღმოიფხვრას პრობლემები, რაც ადამიანებს ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებასა და  ურთიერთობებში:

 „მაღალ დონეზე ურთიერთობის საფუძველი, ურთიერთობის ნორმალიზაცია უნდა გახდეს“, -აღნიშნა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  რუსეთი მიესალმება საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადებას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics