17:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 15:10:32, 2796 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევრო გაერთიანება ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.

მისივე თქმით, ევროკავშირი ბორდერიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გმობს 

„სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან ვიღებთ. ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რის გამოც დაბრკოლება ექმნება ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების რეზოლუციას. ეს საკითხი არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღის წესრიგში, რომელშიც ევროკავშირიც არის ჩართული. სიტუაციის გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირი ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას“, - განუცხადა იანოშ ჰერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics