17:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 11:22:44, 2582 ნახვა

მსოფლიო
ჰამბურგში, არეულობა მასობრივი დაკავებებით დასრულდა - დაშავდა 200-მდე პოლიციელი (ფოტო)

ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტთან დაკავშირებით შექმნილი არეულობები მასობრივი დაკავებებით დასრულდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პროტესტი და არეულობა ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

სამართალდამცველების თქმით, მომხდართან დაკავშირებით 102 ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, არეულობის შედეგად 197 პოლიციელი დაშავდა.

მედიის ცნობით, მომიტინგეები ძირითადად "მოლოტოვის კოქტეილებით" იყვნენ შეიარაღებულები.

მთელი დღის განმავლობაში მიტინგი "დიდი ოცეულის" სამიტის პარალელურად მიმდინაროებდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, მანქანები დაწვეს, სამართალდამცველებმა კი წყლის ჭავლი   და ცრემლსადენი აირი  გამოიყენეს.

როგორც მედია წერს, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციაში 12 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტი მიმდინაროებს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. სამიტი დღესაც გაგრძელდება, ხოლო გუშინ "დიდი ოცეულის" ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა შედგა.

ცნობისთვის, ჰამბურგი პერიოდულად მასობრივი პროტესტების გამართვით არის ცნობილი. ქალაქში არსებობს "მემარცხენეების" რაიონი, სადაც აქტივისტები ცხოვრობენ. სამიტის საწინააღმდეგო დემონტრაცია 6 ივლისს დაიწყო და სამიტის პირველ დღეს გაგრძელდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics