10:41 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 15:15:01, 928 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფებმა 3-თვიანი მომზადება დაასრულეს. საარტილერიო სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადება, მათი უნარ-ჩვევების დახვეწა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება წარმოადგენდა.

საარტილერიო სწავლება 3 აპრილს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები საბრძოლო სროლების გარეშე შეასრულეს. დასკვნით ეტაპზე კი, საბრძოლო სროლები 120, 82 და 60 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა.

დასკვნით სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე, I საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზურა ხვიჩია დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics