17:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 16:23:26, 494 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ელჩ ორთვინ ჰენიგს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას, რომლის საფუძველზეც გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის თანამშრომლობა საგრძნობლად გააქტიურდა და ეფექტიანი გახდა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური შეხვედრებისა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარების შედეგად არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმის გამოძიება განხორციელდა.

სამინისტროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდაცავ უწყებებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობის მნიშვნელობას დანაშაულის შემცირების კუთხით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics