|
2017-07-03 18:31:16, 2514 ნახვა
სამართალი კომენტარი
დიმიტრი გვრიტიშვილი: პრეტენზია, რომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი ხარვეზიანია, დაუსაბუთებელია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი ხარვეზიანია, მისთვის მიუღებელი და დაუსაბუთებელია. გვრიტიშვილის განმარტებით, კანდიდატთან, რომელიც არის წარმოდგენილი თავმჯდომარის თანამდებობაზე, ტარდება გასაუბრება და ყველას აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს არის თუ არა ის შესაბამისი დასაკავებელი თანამდებობისთვის. „დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომ დაინიშნოს თავმჯდომარე. კანონში არ არის გაწერილი ის პროცედურაც კი, რომლის პრაქტიკაც საბჭოს წინა შემადგენლობამ დაამკვიდრა და ჩვენც ვაგრძელებთ მას, რომ კანდიდატთან, რომელიცაა წარმოდგენილი თავმჯდომარის თანამდებობაზე, ტარდება გასაუბრება. ყველას აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს, არის თუ არა ეს კანდიდატი შესაბამისი დასაკავებელი თანამდებობისთვის. ამიტომ პრეტენზია, რომ ხარვეზიანია არჩევის წესი, ჩემი აზრით, მიუღებელი და დაუსაბუთებელია. იმ წესით, რომლითაც დღეს ჩვენ ვიხელმძღვანელეთ, წარსული წლების განმავლობაში არიან დანიშნული თავმჯდომარეები და რაიმე სერიოზული პრეტენზიები მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, არ გამოთქმულა“, - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა. იგი ასევე არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ საქალაქო სასამარათლოს თავმჯდომარის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან წინასწარ იყო შეთანხმებული. „ამგვარი შეთანხმება არ არსებობს. გიორგი მიქაუტაძემ წარმოადგინა კანდიდატურა ვასილ მშვენიერაძის. იგი არის პატიოსანი, კარგი მენეჯერული უნარის მქონე ადამიანი. 9 წლის განმავლობაში ეკავა თავმჯდომარის თანამდებობა სხვადასხვა სასამართლოში. მას გააჩნია ავტორიტეტი სასამართლო სისტემაში, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე მიგვეღო ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)