16:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 20:11:48, 2289 ნახვა

კომენტარი
ზვიად გუბელაძე: ირაკლი ფირცხალავასთან ბევრი კრიტიკული შეკითხვა გვექნება

პროკურორი ზვიად გუბელაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ბრალდების მხარე ეწინააღმდეგებოდა ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანის ირაკლი ფირცხალავას დაკითხვას.

გუბელაძის თქმით, ირაკლი ფირცხალავას საქმესთან შემხებლობა არ აქვს და ირაკლი მამალაძის მიმართ გაკეთებული განცხადება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

"თუმცა, მაინც დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა. დაიკითხება ირაკლი ფირცხალავა და მასთან გვექნება საკმაოდ ბევრი კრიტიკული შეკითხვა", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის მოწმედ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics