|
2015-01-14 16:44:33, 1227 ნახვა
საზოგადოება
მთავარი პროკურორი ირმა ინაშვილს ხვდება
მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს და ამავე პარტიის წევრ ერეკლე საღლიანს ხვდება. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ირმა ინაშვილმა პროკურატურაში პროკურორთან, ან მის მოადგილეებთან შეხვედრის მოთხოვნით მიმართვა შეიტანა. მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა, ირმა ინაშვილი უწყებაში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ინფორმაციას მიიღებს ინაშვილი მთავარი პროკურორისგან. „ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში, უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, ჩვენს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან შევიტყვეთ. ვეყრდნობით არაერთ აღნიშნულ გამოძიებას და გვაქვს ინფორმაცია, რომ არაერთი უნიკალური ნაშრომი საცავებიდან ქრება. აბსოლუტურად დაუცველია ეროვნული საგანძური. ჩვენ ერთხელ უკვე მივმართეთ მთავარ პროკურატურას ეროვნულ მუზეუმში შექმნილ ვითარებაზე და ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ის აღარ გაგრძელებულა. ჩვენ აქ სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რომ გავიგოთ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. გვინდა, შევხვდეთ მთავარ პროკურორს, ან მის რომელიმე მოადგილეს, რათა ის მასალები გადავცეთ, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებიდან მოვიპოვეთ. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ნივთია გამქრალი და ამ ყველაფრის შემდეგ, დავით ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობას ვაყენებთ, რადგან, მუზეუმებში შექმნილ ვითარებაზე, სწორედ ისაა პასუხისმგებელი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)