17:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 17:59:20, 2866 ნახვა

მსოფლიო
უკრაინასა და რუსეთში მასობრივი ჰაკერული შეტევა განხორციელდა

უკრაინულ და რუსულ კომპანიებზე, ბანკებზე, აეროპორტებსა და მინისტრთა კაბინეტზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჰაკერებმა ვირუსი "Petya" გამოიყენეს, რის საშუალებითაც საბანკო სექტორის პარალიზება მოახდინეს. 

ამასთან, უკრაინის რამდენიმე მინისტრი სოციალურ ქსელშ წერს, რომ მათი კომპიუტერები მოულოდნელად გაითიშა, შემდეგ კი ეკრანზე უცნაური წარწერები გაჩნდა. 

გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, ჰაკერების სამიზნეში ბორისპოლის აეროპორტიც მოხვდა. აეროპორტის საინფორმაციო სისტემა პარალიზებულია. არ მუშაობს ვებგვერდი, გათიშულია საინფორმაციო დაფა. პარალიზებულია რამდენიმე მედია საშუალების ვებ-გვერდებიც, მათ შორის 24-ე არხის, "კორესპონდენტის", რადიო "ლუკსის" და რადიო "მაქსიმუმის" ვებგვერდები.

როგორც ბედია წერს, ვირუსი Petya ბლოკავს კომპიუტერულ სისტემას და ბლოკის მოხსნისთვის შემდგომ კონკრეტულ თანხას ითხოვს. კომპანია Group-IB-ის მონაცემებით, რუსეთსა და უკრაინაში საერთო ჯამში 80 კომპანიაზე მეტი დაზარალდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics