|
2015-04-20 14:43:01, 457 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტრო თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით აღიჭურვა
თბილისის მეტრო თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით აღიჭურვა. ახალი სისტემის მუშაობა დღეს ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ შეამოწმეს. თბილისის მერის განცხადებით, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის თანამედროვე სისტემების დანერგვა აუცილებელია. „სადისპეტჩერო სადგურის უმთავრესი ფუნქციაა, თანამედროვე ელექტრონულ სისტემაზე მატარებლების მოძრაობის გადასვლა. ეს სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს მართვის პროცესს. გათვალისწინებულია მოძრაობასთან და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა სიახლე. მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით, თანამედროვე სისტემების არსებობა მნიშვნელოვანია და სისტემის განახლების გადაწვვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღეთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერიის ინფრომაციით, მოდერნიზაციის შედეგად, თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით, მოხდა არსებული ამორტიზებული და მოძველებული სადისპეტჩეროს ჩანაცვლება. პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა კომპანიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის აღმოსავლეთ ფლიგელის რეკონსტრუქცია, სადაც განლაგდა მეტროს მოძრაობის და ელმომარაგების, აგრეთვე, ავტობუსების სადისპეტჩერო ცენტრები. აღნიშნული ფლიგელი ადაპტირებულია როგორც მიმდინარე სამუშაო პროცესისათვის, ისე საგანგებო სიტუაციებში ოპერატიული მართვისთვის. პროექტი რამდენიმე ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე განხორციელდა ქვედა დონეზე, მეტროპოლიტენის სადგურებში, მოძველებული, რელეებზე დამყარებული სადისპეტჩერო კვანძების შეცვალა თანამედროვე, მიკროპროცესორული სისტემით; მეორე ეტაპზე, საკომუნიკაციო დონეზე, ათეული კილომეტრი მრავალძარღვიანი სპილენძის კაბელების ნაცვლად კავშირი დამყარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, გამარტივდა მისი ექსპლუატაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ოპტიკური ქსელის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაიზარდა მისი გადაზღვევის და, შესაბამისად, საიმედოობის ხარისხი. ასევე, ზედა დონეზე, ნახევარგამტარებზე და რელეებზე დამყარებული ცენტრალური ნაწილი შეიცვალა თანამედროვე სერვერებით; სადისპეტჩერო მართვის ოთახში დამონტაჟდა თანამედროვე კომპიუტერები და ვიდეოკედელი. სრულად შეიცვალა, ასევე, 70-იანი წლების ცენტრალური სასაათე მეურნეობა. „თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახალი სადისპეტჩერო სისტემა ითვალისწინებს ახალი ფუნქციების დამატებას, რაც უფრო მოქნილს გახდის მართვას და უფრო დეტალურად ასახავს ინფორმაციას. მეტროს სამატარებლო შემადგენლობის სადისპეტჩერო სისტემა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მეტროს ფუნქციონირებაში. ის უზრუნველყოფს მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას, არეგულირებს მატარებელთა შორის ინტერვალებს და უსაფრთხოების სხვა ქვესისტემებს, უზრუნველყოფს ხაზზე მატარებელთა მოძრაობის დინამიკას და მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის დეტალურ ასახვას ცენტრალურ სადისპეტჩეროში“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)