|
2017-06-22 15:39:48, 2515 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი მის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო. ქარჩავას თქმით, დეკანოზის 10 დღის წინ, სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეეხებოდა მის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დეკანოზმა შესაძლოა, 50 მილიონი ევრო გაათეთრა. "ამის გამო, პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიჩივლეს, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო სარჩელი და საინტერესოა რატომ", - აღნიშნა ქარჩავამ. საპატრიარქოს ადვოკატის განცხადებით, 50 მილიონის გათეთრებასთან დაკავშირებით, განცხადება რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. ქარჩავამ დაადასტურა, რომ ეს განცხადება საპატრიარქოს ნებართვის გარეშე გააკეთა. "თამაშის იმ ბინძური წესების გამო, რომელსაც ეწევიან დეკანოზის უკან მდგომი ადამიანები და ე.წ.ციანიდის საქმის ორგანიზატორები", - განაცხადა ქარჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)