16:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 14:42:31, 2205 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხუნდაძე: მაჟორიტარული სისტემის ამ ეტაპზე არ გაუქმებაზე შეთანხმება ორმხრივი კომპრომისის წყალობით მოხდა

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2024 წლამდე მაჟორიტარული სისტემის არ გაუქმების გადაწყვეტილება ორმხრივი კომპრომისის  საფუძველზე მიიღეს და თავად კმაყოფილია.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მყარად იქნება ჩამოყალიბებული თვითმმართველობა.

მისივე შეფასებით, ეს პერიოდი თვითმმართველობის გასაძლიერებლად საკმარისი იქნება.

"ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ის აზრი, რომ მაჟორიტარული სისტემა არ უნდა გაუქმებულიყო ამ ეტაპზე, ის განვითარებას პოვებდა. შეთანხმება იქნა მიღწეული  ორმხრივი კომპრომისის წყალობით. მე რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ",-აღნიშნა ხუნდაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics