09:45 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 11:45:31, 762 ნახვა

სამხედრო
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მოსწავლეების წერილები მიიღეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბბინაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის, ფოთის, გურჯაანის და თელავის საჯარო სკოლებში შეგროვებული წერილები ბავშვებმა ჯარისკაცებს ავღანეთში გაუგზავნეს და  სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილების გამოგზავნას დაპირდნენ.

„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ამჯერად, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, წერილები მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარე საჯარო სკოლებში შეგროვდა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics