00:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 17:35:32, 864 ნახვა

რეგიონი
ავლევში უფასო სამედიცინო გასინჯვებისა და სკრინინგის აქცია გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში უფასო სამედიცინო გასინჯვებისა და C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართა.

პროცესის მიმდინარეობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო.

აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში პროფილაქტიკური შემოწმება ცერონისის, ავლევის, თამარაშენისა და კნოლევის მცხოვრებლებს უტარდებოდათ. ადგილობრივებს სამედიცინო კონსულტაცია „ავერსის კლინიკის“ 10-მდე სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა გაუწია. პაციენტებს დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. პარალელურ რეჟიმში, C ჰეპატიტზე სკრინინგი მიმდინარეობდა. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. სკრინინგში 100-მდე ადგილობრივი ჩაერთო.

სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია პერმანენტულად, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ”განიკურნე!“  - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში კი, C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელთა გამოსავლენად, საყოველთაო სკრინინგი მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics