15:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 18:06:18, 2405 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: გირგვლიანის თემაზე განცხადება რომ გავაკეთე, სააკაშვილს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მიყვიროდა

„გირგვლიანის თემაზე განცხადება, რომ გავაკეთე მიხეილ სააკაშვილს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მიყვიროდა“,-ამის შესახებ ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა,  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა ორჯერ დაურეკა და მოუწოდა, გირგვლიანის საქმეზე კრიტიკული განცხადებები არ გაეკეთებინა.

"სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შემდეგ, ამ პროცესში ჩართული ვიყავი. თავდაპირველად, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ჰქონდა ადგილი, მეგონა ჩვეულებრივი კრიმინალი. ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის გადაცემის შემდეგ ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. დავიწყე მოკვლევა, ვიყავი ირინა ენუქიძესთან. ის მეკითხებოდა, რა შემიძლია გავაკეთო და დავპირდი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებდი, დღის სინათლეზე გავიტანდით ყველა დეტალს. შესწავლიდან რამდენიმე დღეში გამოიკვეთა, რომ არასწორი საზოგადოებრივი აზრის გავრცელებას ცდილობდა დონაძე, თითქოს ეს იყო სვანური კრიმინალური გარჩევა. ამის მერე წერილობით მივმართე ვანო მერაბიშვილს, რომ გურამ დონაძე გაეთავისუფლებინა პრესსამსახურიდან არასწორი ქმედებისთვის", - განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics